დოკუმენტი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს - EMC-მ ნამოხვანჰესის საკითხს ბრიფინგი მიუძღვნა

26.05.21 13:47
 დოკუმენტი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს - EMC-მ ნამოხვანჰესის საკითხს ბრიფინგი მიუძღვნა

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-მ ნამოხვანჰესის საკითხს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა. ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ  სამშენებლო კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების გასაჯაროების შემდეგ ცხადი გახდა, რომ აღნიშნული დოკუმენტი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. მათი თქმით, ხელშეკრულება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსა და აღნიშნულ კომპანიას შორის გაფორმდა, „ენკას“ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

მესამე სექტორის წარმომადგენლების ასევე ამბობენ, რომ ის შენიშვნები, რომელიც 2019 წელს იუსტიციის სამინისტროს ჰქონდა, დოკმენტში გათვალისწინებული არ არის. 

არასამთავრობოები ხელისუფლებისგან სრული მასალის გასაჯაროებას ითხოვენ.

ჩვენი მთავარაი დასკვნა ამ ხელშეკრულებაზე იყო ის, რომ სახელმწიფო, ეროვნული, საჯარო ინტერესები არის დათმობილი კერძო კომპანიის სასარგებლოდ. ეს ნიშნავდა იმას, რომ ამ ხელშეკრულებით ფაქტობრივად, არსებითი ფუნდამენტური უფლებები სრულად გადაცემული ჰქონდა კომპანიას და მისი ვალდებულებების იყო მინიმალურამდე დაყვანილი და არსებითი პასუხსიმგებლობები გადმოდიოდა საქართველოს მთავრობაზე. ირაკლი ღარიბაშვილი და ფაქტობრივად, მთელი მთავრობა არის ილუზორულ მოჩვენებით პროცესში , თითქოს გარკვეული ტიპის შეფასების მიდის და მან დამალა ეს ფაქტი, - ამბობს ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის" აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ლინა ღვინიანიძე.
 

გაირკვა, რომ კომპანია "ენკასთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაში არსებულ ხარვეზებს ხელისუფლება წლების განმავლობაში მალავდა. იუსტიციის სამინიტრომ ჯერ კიდევ 2019 წელს თურქულ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში 22 ხარვეზი აღმოაჩინა.