აფეთქება თერჯოლაში - დაშავებული სახისა და ზედა კიდურების თერმული დამწვრობით კლინიკაშია გადაყვანილი

07.07.23 15:58
აფეთქება თერჯოლაში - დაშავებული სახისა და ზედა კიდურების თერმული დამწვრობით კლინიკაშია გადაყვანილი

გაზგასამართი სადგურის აფეთქება თერჯოლაში - დაშავებული თერჯოლის კლინიკა "იმერმედშია" გადაყვანილი.

50 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მამაკაცს მიღებული აქვს სახისა და ზედა კიდურების თერმული დამწვრობა.

კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, პაციენტს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და ამ დროისთვის მიმდინარეობს დაკვირვება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე გაზგასამართი სადგური აფეთქდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები