სპეციალური საშვი ეკლესიაში - მორიგი შეზღუდვა დამოუკიდებლობის დღეს

26.05.21 14:32
სპეციალური საშვი ეკლესიაში - მორიგი შეზღუდვა დამოუკიდებლობის დღეს

კიდევ ერთი შეზღუდვა დამოუკიდებლობის დღეს - სამების საკათედრო ტაძარში მოქალაქეებს  სპეციალური საშვით უშვებდნენ. ტაძარში მომუშავე ჟურნალისტები, მთავრობის წევრების მოსვლის შემდეგ ცენტრალური შესასვლელიდან მოშორებით გადაიყვანეს.

საბოლოო ჯამში, რიგითი მოქალაქეებისთვის, ქვეყნის მთავარი ტაძრის მხოლოდ უკანა კარი გააღეს. 

ცნობისთვის, შეზღუდვა მოქმედებდა თავისუფლების მოედანზეც, სადაც სამხედრო აღლუმი გაიმართა. აღმართული იყო სპეციალური ბარიკადები და ადგილზე სიაში მყოფ ჟურნალისტებს უშვებდნენ. 

რაც შეეხება სამების საკათედრო ტაძრს, იქ დამოუკიდებელი საქართველოსთვის მებრძოლი გენერლის, გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, რომელსაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები