„ივანიშვილი ბაჩიაშვილს ანტირუსული პოზიციის გამო სჯის“ - როგორია უცხოელი ადვოკატების სტრატეგია

07.07.23 20:01
„ივანიშვილი ბაჩიაშვილს ანტირუსული პოზიციის გამო სჯის“ - როგორია უცხოელი ადვოკატების სტრატეგია

ბიძინა ივანიშვილის იერიშისგან გიორგი ბაჩიაშვილს მიხეილ ხოდორკოვსკის ადვოკატი დაიცავს. ოლიგარქის მარჯვენა ხელმა საქმეში ცნობილი რუსი პოლიტპატიმრის იურისტები ჯგუფი ჩართო. ბრიტანელმა და ამერიკელმა იურისტებმა დღეს იერიში პერსონალუარად ბიძინა ივანიშვილზე მიიტანეს. პროკურატურას ივანიშვილის ოფისი ეძახეს და თქვეს, რომ ოლიგარქი ბაჩიაშვილის ანტირუსული და პროუკრაინული პოზიციის გამო  გადაეკიდა. 

ამ სკანდალური განცხადებით დაპირისპირება ოლიგარქსა და მისი მილიარდების   მმართველს შორის ახალ ეტაპზე გადადის. ფაქტია, რომ  ბაჩიაშვილმა აქამდე  უთქმელი ამბების გათქმა დაიწყო. ხადარკოვსკისა და ახლა უკვე ბაჩიაშვილის  ადვოკატი „პირველებს“ უყვება, რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფი  და ივანიშვილი ბიზნესპარტნიორები არასდროს ყოფილან. ჰქონდათ მხოლოდ ბიზნესთან დაკავშირებული ურთიერთობა, რომელიც პროდასავლური  განცხადებების შემდეგ ჩამოიშალა. რუსეთის კრიტიკა ოლიგარქისთვის წითელი ხაზი აღმოჩნდა და ერთ დროს ყველაზე სანდო პირი  ივანიშვილმა ლამის ციხისთვის გასწირა.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები