ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ - გატაცებულია 6 ადამიანი
რუსი ოკუპანტები უკვე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადმოვიდნენ. ახალგაზრდები იმ დროს დაატყვევეს, როდესაც ისინი მდინარის პირას ქეიფობდნენ. შვიდიდან ერთმა გაქცევა მოახერხა. 6 დაკავებული კი უკვე ცხინვალის იზილატორში იმყოფება და სასჯელს ელოდება.
მეჯვრისხევის მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაცულად თავს ვერც საკუთარ სოფელში გრძნობენ. ტყვეობას გამოქცეული ახალგაზრდა კი ჟურნალისტების შეკითხვებს რა პასუხობს. მან ჩვენება მხოლოდ პოლიციას მისცა, მედიის კითხვები კი უპასუხოდ დატოვა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.