16 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები ბრალის წარდგენას ელოდებიან
ბათუმში, 16 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები ბრალის წარდგენას ელოდებიან. სამი მამაკაციდან ერთს გამოძიება ლუკა აბულაძის განზრახ მკვლელობას ედავება. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი მოზარდი ზღვაში ე.წ საცურაო ბანანით უცხო პირებმა სასეირნოდ რამდენიმე დღის წინ გაიყვანეს და შუა ზღვაში გადაყარეს. სამმა მათგანმა ნაპირზე გამოსვლა შეძლო, ხოლო 16 წლის ლუკა აბულაძე ზღვაში გაუჩინარდა. არსებული ცნობებით, წყალში განზრახ გადაყრის შემდეგ, ეჭვმიტანილებმაა მოზარდებს სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცეს.