"იქ სადაც ბევრი რუსია, ნორმალური ადამიანი არ ჩავა" - ევროპელი ტურისტები ბათუმში დასვენებაზე უარს ამბობენ

08.07.23 13:37
"იქ სადაც ბევრი რუსია, ნორმალური ადამიანი არ ჩავა" - ევროპელი ტურისტები ბათუმში დასვენებაზე უარს ამბობენ

ევროპელი ტურისტები ბათუმში დასვენებაზე უარს ამბობენ. ჯავშნები დასავლეთ ევროპიდან ერთი მეორის მიყოლებით უქმდება.

ბათუმი ახლა ფაქტობრივად რუსი ტურისტების ქალაქად არის გადაქცეული. საგანგაშო სტატისტიკას და მძიმე ინფორმაცია რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაცია აქვეყნებს.

შალვა ალავერდაშვილი ფიქრობს, რომ შავი ზღვის პირა ქალაქში ჯავშნების გაუქმების მთავარი მიზეზი, სწორედ რუსი ტურისტების ზღვარ გადასული ნაკადია. იმავეს ამბობენ ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებიც.

საკმაოდ მოკლებულია ახალი ჯავშნების მიღება. ვმუშაობთ მხოლოდ არსებულ ჯავშნებზე. ამის ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ, იქ სადაც ბევრი რუსია, იქ ჩამოსვლა არ უდნათ. საქართველო, რაღაც მხრივ ამოვარდა იმ პრიორიტეტული მიმართულებებიდან, რომლებშიც ჩვენ მრავალი წელი ვიყავით. რუსის დანახვა ნორმალურ ადამიანს არ უნდა უხაროდეს და იქ, სადაც არის ბევრი რუსი, იქ, რა თქმა უნდა, არ ჩავა ნორმალური ადამიანი". - ამბობს ტურისტული კომპანია "ტრაფიკ თრეველის" წარმომადგენელი ცოტნე ჯაფარიძე


 

მსგავსი სიახლეები