მოხდა ფესტივალის ტერიტორიიდან ევაკუაცია, არავინ დაშავებულა - Tbilisi Pride-ის თანადირექტორი

08.07.23 15:14
მოხდა ფესტივალის ტერიტორიიდან ევაკუაცია, არავინ დაშავებულა - Tbilisi Pride-ის თანადირექტორი

Tbilisi Pride-ის თანადირექტორი, მარიამ კვარაცხელია ფეისბუქზე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე აღარ ავიდნენ.

"მოხდა ფესტივალის ტერიტორიიდან ევაკუაცია. არავინ დაშავებულა", - წერს ის ფეისბუქზე.

დღეს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება იმართება. 

შსს-მ არ გამოიყვანა პროპორციული ძალა პრორუსული დაჯგუფებების მიერ დაგეგმილი არეულობის აღასაკვეთად. მათ რამდენჯერმე გაარღვიეს კორდონი. დარბიან ტერიტორიის გარშემო და მათ შორის მთების მხრიდან ცდილობენ ფესტივალზე შეღწევას. როგორც ცნობილია, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.