რიონის მცველებმა რესპუბლიკის მოედნიდან კარვები აალაგეს - პროტესტი გუმათში გადაინაცვლებს

26.05.21 15:15
რიონის მცველებმა რესპუბლიკის მოედნიდან კარვები აალაგეს - პროტესტი გუმათში გადაინაცვლებს

რიონის ხეობის მცველებმა რესპუბლიკის მოედნიდან კარვები უკვე აიღეს. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტი დედაქალაქიდან უკვე გუმათში ინაცვლებს. 16:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ორგანიზატორები შეკრებილებს მიმართავენ, რის შემდეგაც რიონის ხეობისკენ გადაინაცვლებენ და გზას "ენკას" მანქანებისთვის გადაკეტავენ. 

ვგეგმავთ, რომ დავიძრათ რიონის ხეობისკენ, გადაიკეტება ხეობაში მისასვლელი გზები კომპანიის მანქანებისთვის მხოლოდ. მთელი ამ ხნის მანძილზე 5-ჯერ დაგვარბია სპეცრაზმმა და ეხლა არახალია ის განცდა, რომ ჩავალთ და რაღაც დაპირისპირება იქნება", -  ამბობს  ვარლამ გოლეთიანი. 

ვარლამ გოლეთიანმა საპროტესტო აქციების დაფინანსების თემასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს უპასუხა. გოლეთიანის თქმით, შემომწირველები უბრალო მოქალაქეები და  ემიგრანტები არიან. 

ეს ფული მთელი ამ ნახევარი წლის განმავლობაში არის შეკრებილი ემიგრანტების და ჩვენი თანამოქალაქეების  მიერ", -ამბობს გოლეთიანი.