საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი კვინიტაძე, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

26.05.21 15:26
საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი კვინიტაძე,  მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე, თბილისში, მთაწმინდის პანთეონში, საქართველოს ჰიმნის ფონზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

საქართველოს ეროვნული გმირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების ტაძარში გაიმართა.

გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში 22 მაისს ჩამოასვენეს.