მესტიაში ავტომობილი მდინარეში გადაიჩეხა - დაიღუპა 2 ახალგაზრდა
მესტიაში მანქანის მდინარეში გადაჩეხვის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა წუხელ მოხდა. უშგულში მცხოვრებლები მანქანით სოფელ მულახში გადაადგილდებოდნენ, როცა ავტომობილი მდინარე მულხურაში გადავარდა. მდინარიდან ორივე ცხედარის ამოყვანა მაშველებმა და ადგილობრივებმა შეძლეს.