რის ხარჯზე შეიძლება საწვავზე ფასის დაწევა? - ოპოზიცია გამოსავალზე მიუთითებს

09.07.23 15:50
რის ხარჯზე შეიძლება საწვავზე ფასის დაწევა? - ოპოზიცია გამოსავალზე მიუთითებს

სახელმწიფომ დროებითი საშეღავათო პირობები უნდა შექმნას და აქციზის გადასახადი უნდა შეამციროს, - ამ გზას ხედავს ოპოზიცია საწვავზე და იმპორტირებულ პროდუქტზე ფასების შესამცირებლად. „ლელოს“ საორგანიზაციო მდივნის თაზო დათუნაშვილის თქმით, ხელისუფლება ახლა მისი არასწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგებს იმკის. 

აი, ამ მონეტარული პოლიტიკის გამო, რომელიც გვაქვს და მცირე ცვლილელები, საერთოდ, ბაზარზე, უდიდესი გავლენა ხდება ხოლმე პირველადი პროდუქტების ფასზე. საწვავის ფასზე, მაგალიტად, დოლარის კურსმა ძალიან მკვეთრად იმოქმედა. ასეთ ვითარებაში სახელმწიფო უნდა იყოს მოქნილი ანუ ბიუროკრატია უნდა იყოს მოქნილი მაშინ, რომ ის ტვირთი საგადასახადო, რომელსაც ის აკისრებს კონკრეტულ პროდუქტს, ამ შემთხვევაში საწვავს აქციზის სახით, ეს საგადასახადო ტვირთი შემაციროს. აქ ლაპარაკია, როდესაც რთული ვითარებაა, აი, ამ საგადასახადო ტვირთის დროებით შეჩერებაზე ანუ საგადასახაო შეღავათის შექმნაზე გარკვეული ვადით, -  ამბობს „ლელოს“ საორგანიზაციო მდივანი თაზო დათუნაშვილი.

ხელისუფლების ოპონენტები პრობლემას იმაშიც ხედავენ, რომ საქვავი ძირითადად ოკუპანტი ქვეყნიდან შემოდის.

ირაკლი ღარიბაშვილმა აწარმოა რუსეთისთვის სასარგებლო პოლიტიკა, ხელი შეუწყო სანქცირებული ნავთობპროდუქტების შემოტანას. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ბაზარი მთლიანად დაიპყრო რუსულმა სანქცირებულმა ნავთობპროდუქტმა, განსაკუთღებით ბენზინის ნაწილში, თუმცა როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, აღმოჩნდა, რომ რუსეთმა გადაწყვიტა პოლიტიკის შეცვლა, რომ შეექმნა მნიშვნელოვანი პრობლემა შიდა მოხმარების თვალსაზრისით ა შეზღუდეს ექსპორტი. ექსპორტის შეზღუდვამ, რა თქმა უნდა, პირდაპირი გავლენა იქონია იმ ქვეყნებზე, რომელიც ქვეყნებიც იყო დამოკიდბეული  რუსულ ბაზარზე, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი იყო საქართველო, - ამბობს ენმ-ს წევრი ვასო ურუშაძე. 

საქართველოში საწვავი გაძვირდა. ბენზინის ღირებულება საშუალოდ 20-30 თეთრითაა მომატებული. ფაქტს მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა. 

მსგავსი სიახლეები