ექსკლუზივი - ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ საქართველო დამოუკიდებელი გახდებოდა - გენერალ კვინიტაძის შვილიშვილი

26.05.21 16:35
ექსკლუზივი - ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ საქართველო დამოუკიდებელი გახდებოდა - გენერალ კვინიტაძის შვილიშვილი

,,საოცარია, რომ ჩემი ბაბუა ასი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოხდა მისი დაკრძალვა - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი კვინიტაძის, შვილიშვილმა მარიამ დაბომ, ტვ პირველს  გადაცემა "დღის ამბებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

საოცარია, რომ ჩემი ბაბუა ასი წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოხდა მისი დაკრძალვა. მოხდა ჩვენი ოცნების ახდენა. თითოეული წამი ამ მოვლენისა ღირდა. ძნელია, სიტყვები ვიპოვო ჩემი გულისნადების გამოსახატად, ეს ჩემი ოჯახის პოზიციაცაა. 

პატარა ბავშვი ვიყავი, როცა ბებია-ბაბუასგან ვისმენდი საქართველოს შესახებ. ბაბუას იმედი ჰქონდა, რომ საქართველო დამოუკიდებელი გახდებოდა. მინდა, ქართულად ვისაუბრო,  არ შემიძლია, მაგრამ ჩემი გული აქ არის. 

იმედი მაქვს, რომ ჩემი ბაბუა მშვიდობით განისვენებს მთაწმინდის მიწაზე.

ბაბუაჩემი იყო ძლიერი სულის. 10 წლის ვიყავი, როცა ის გარდაიცვალა და გული მწყდება, რომ დიდი ხანი ვერ გავატარე მასთან ერთად. ტკბილი მოგონებები მაქვს, როგორ დავდიოდით ბაღში, შატოში, საფრანგეთში. ის კითხულობდა ინტენსიურად გაზეთებს და აინტერესებდა, საქართველოს შესახებ ინფორმაცია მოეპოვებინა. 

სულის შემძვრელია ეს ცერემონიალი, ყველაფრისთვის დიდი მადლობა - განაცხადა მარიამ დაბომ.

საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის, ნეშტი სამშობლოში 22 მაისს ჩამოასვენეს. მისი სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, რის შემდეგაც ეროვნული გმირი მთაწმინდის პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს. 

მსგავსი სიახლეები