კახეთში ქმარმა ცოლი მოკლა
კახეთში ქმარმა ცოლი მოკლა.
საზარელი შემთხვევა სოფელ ჩალაუბანში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით გასროლა სახლში, სანადირო თოფიდან რამდენჯერმე განხორციელდა, რა დროსაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა
როგორც "პირველებს" შსს-ში განუცხადეს, ბრალდებულია 81 წლის მამაკაცი. ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.