2 წელი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან და დაუსჯელი მოძალადეები

11.07.23 12:23
2 წელი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან და დაუსჯელი მოძალადეები

2 წელი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან და დაუსჯელი მოძალადეები! "ტვ პირველის" ოპერატორი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად პრორუსული დაჯგუფების სამიზნე 5 ივლიის რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შერულების დროს გახდა.

გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა "სირცხვილიას" ოფისისი ტერიტორიაზე მოხდა. მათ თავს ძალადობრივი დაჯგუფების 10 -მდე წევრი დაესხა, თავისუფლება აღუკვეთეს და სასტიკად სცემეს. მიყენებული დაზიანებების გამო ლექსოს ოპერაცია დასჭირდა, რამდენიმე დღეში კი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო 10 წლის განმავლობაში ოპერატორი იყო. ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში "ტვ პირველში" მუშაობდა. მის საქმეზე ახლა სასჯელს 2 პირი იხდის, თუმცა სასტიკი ძალადობის ორგანიზტორები თავისუფლებაზე არიან.

მსგავსი სიახლეები