კითხვები არის ძალიან ბევრი - ბუაძე 16 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე
"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ წყნეთში 16 წლის მ,ოზარდის გარდაცვალებაზე ბევრი კითთხვები არსებობს, მათ შორის უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამ გამოიწვია მოზარდის გარდაცვალება.
"თბილისში მორიგი უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საცხოვრებელი გარემო არ არის უსაფრთხო. კითხვები არის ძალიან ბევრი, მათ შორის უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, რა ვალდებულებები არსებობს და რამდენად იყო დაცული, რამ გამოიწვია ამ მოზარდის გარდაცვალება და ამ კითხვებს გამოძიებამ და შესაბამისმა უწყებებმაც უნდა გასცენ დაუყოვნებლივ პასუხი, - ამბობს საბა ბუაძე.