"ოცნების" დეპუტატმა ქონებრივ დეკლარაციაში დუბაიში ძვირადღირებული აპარტამენტები არ მიუთითა - მონიტორი
"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა ყოველწლიურ ქონებრივ დეკლარაციაში დუბაიში ძვირადღირებული აპარტამენტები არ მიუთითა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუდია მონიტორისდა OCCRP- ავრცელებს.
2021 წელს დეპუტატის გაცხადებული ყოველწლიური შემოსავალი $450 000 იყო. მის დეკლარაციაში ნახსენებია ძვირადღირებული საათები და ცოლის მანქანა - Porsche Cayenne. ამის მიუხედავად, სტუდია მონიტორისა და OCCRP-ის გამომძიებელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ობოლაშვილმა ქონების ნაწილი არ მიუთითა.
დუბაიდან ქონების შესახებ გაჟონილი დოკუმენტებით დგინდება, რომ ობოლაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროებში არსებული ძვირადღირებული ორი აპარტამენტი დეკლარაციაში არ აღწერა. უძრავი ქონების საერთო ღირებულება $1,2 მილიონია.
მოგვიანებით, ელექტრონული ფოსტით ობოლაშვილმა OCCRP-ის წერილი მისწერა, სადაც აღნიშნა, რომ პრობლემის შესახებ მათგან შეიტყო.
ამ პრობლემის შესახებ სტუდია მონიტორისგან გავიგე, და უნდა ვაღიარო, რომ გაკვირვებული ვიყავი, გამოტოვებული ქონების შესახებ. ამის შემდეგ იურისტებთან კონსულტაცია გავიარე და, რა თქმა უნდა, დეკლარაციაში არ არის მითითებული არც ერთი უძრავი ქონება. ეს ადამიანური შეცდომაა, და ამის უკან არავითარი საეჭვო განზრახვა არ არსებობს, - აღნიშნა წერილში დეპუტატმა.