Visa და თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს Visa კონსიერჟისა და ჩატ ბოტის მომსახურეობას სთავაზობს

11.07.23 14:51
Visa და თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს Visa კონსიერჟისა და ჩატ ბოტის მომსახურეობას სთავაზობს

დღეიდან, თიბისი კონცეპტ 360 ნაკრების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ Viber-ის არხში  ისარგებლონ Visa  კონსიერჟის  და ჩატ ბოტის მომსახურებით 24/7-ზე ნებისმიერი ადგილიდან.

ახალი სერვისი მომხმარებლებს მრავალფეროვან სარგებელს სთავაზობს:
•    კონცეპტ 360-ის  უპირატესობები;
•    ბანკის ფილიალებისა და ბანკომატების რუკა;
•    ინფორმაცია და რეგისტრაცია კონცეპტ შეხვედრებზე;
•    ადგილობრივი და საერთაშორისო შეთავაზებები;
•    მოგზაურობასთან დაკავშირებული სერვისები;
•    საერთაშორისო Lounge key-ს გამოყენების პირობები;
•    Meet & Assist სერვისის გამოყენების პირობები;
•    თიბისი კონცეპტში სამუშაო ან საპრეზენტაციო სივრცის დაჯავშნის შესაძლებლობა;
•    კონცეპტ ცენტრთან დაკავშირება;
•    FastTrack-ის სერვისით სარგებლობა;
•    ინფორმაციული და საკონსულტაციო მომსახურება;
•    ინფორმაცია Visa Signature ბარათის პრივილეგიების შესახებ;
•    ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.

ამ ეტაპზე, ჩატ ბოტი ხელმისაწვდომია მხოლოდ თიბისი კონცეპტის სადებეტო Visa Signature ბარათის მფლობელებისთვის. შესაბამისად, მასში არსებული სერვისების გამოყენება  შეუძლია კონცეპტ 360-ის ყველა იმ მომხმარებელს, ვინც ფლობს აღნიშნულ ბარათს. 

NS

             

მსგავსი სიახლეები