16 წლის მოზარდის გარდაცვალება წყნეთში - კალათბურთის ფედერაცია სამძიმრის წერილს აქვეყნებს
16 წლის მოზარდის გარდაცვალება წყნეთში - კალათბურთის ფედერაცია სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
"საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა კალათბურთელის, დათუნა ჟღენტის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით", - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს კალათბურთის ფედერაცია.
შეგახსენებთ, რომ 16 წლის დათუნა ჟღენტი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა. უბედური შემთხვევა ე.წ სამთავრობო ზონაში მოხდა, სადაც მერია სარემონტო სამუშაოებს ატარებს. არასრულწლოვანს დენმა იმ დროს დაარტყა, როდესაც ბაღში დასასვენებლად თანატოლებთან ერთად შევიდა.