ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, აქტიური მომზადებული რეზერვი ძალიან მნიშვნელოვანია - თავდაცვის მინისტრის მოადგილე

11.07.23 15:26
 ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, აქტიური მომზადებული რეზერვი ძალიან მნიშვნელოვანია - თავდაცვის მინისტრის მოადგილე

ჯარს წვევამდელებით არ ვავსებთ, მეორე მხრივ, ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, აქტიური მომზადებული რეზერვი ძალიან მნიშვნელოვანია - ამის შესახებ გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ მეორე მოსმენით განხილვისას განაცხადა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიგოლ გიორგაძემ პროექტით გათვალისწინებულ სხვა ცვლილებებთან ერთად, ეროვნული სამხედრო სამსახურის მოდელსა და გადავადების შესაძლებლობებზეც ისაუბრა.

გიორგაძის თქმით, გადავადების მექანიზმის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, თუმცა საკითხის შესწავლა მეტი გამჭვირვალობით უნდა მოხდეს. 

სპორტსმენი იქნება ეს თუ ხელოვანი, როდესაც ადამიანი განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოებული, არის რაღაც, რაც მის ცხოვრებასა და კარიერაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, ამ შემთხვევაში გადავადების მექანიზმი უბრალოდ, საკითხის შესწავლა უფრო მეტი ჩართულობით უნდა მოხდეს. უწყებრივ კომისიაში მონაწილეობას მიიღებენ დამოუკიდებელი ექსპერტებიც, სხვადასხვა დამოუკიდებელი უწყების წარმომადგენლები. ეს არის ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება, ფინეთისა და ბალტიისპირეთის გამოცდილების საფუძველზე მოვამზადეთ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეფორმა. ქართული მხარე რამდენიმე წლის განმავლობაში ყურადღებით სწავლობდა ამ გამოცდილებას. სწორედ ნატო-ს წევრი ქვეყნების გამოცდილებაა, რაც ინდივიდუალური საკითხების შესწავლასაც გულისხმობს“, - განაცხადა გიორგაძემ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ ხელისუფლების მიზანს ჯარის გაძლიერება წარმოადგენს, რისთვისაც კარგად მომზადებული რეზერვი მნიშვნელოვანია. 

ჩვენ ჯარს წვევამდელებით არ ვავსებთ, პროფესიულ სამხედრო სამსახურს აქვს მნიშვნელობა და ამ მიმართულებას ვაძლიერებთ. მეორე მხრივ, ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, აქტიური მომზადებული რეზერვი ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

მსგავსი სიახლეები