თავისუფლებისათვის ბრძოლა ჯერ დამთავრებული არ არის - ნემო ბურჭულაძე

26.05.21 17:47
თავისუფლებისათვის ბრძოლა ჯერ დამთავრებული არ არის - ნემო ბურჭულაძე

დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ერთ-ერთი პირი, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, ნემო ბურჭულაძე, აცხადებს, რომ თავისუფლების გამოცხადებიდან დღემდე სუვერენიტეტისათვის ბრძოლას 30 ათასი ქართველი შეეწირა.

მთელი საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე  ვიბრძოდით თავისუფლებისთვის, ან ვიცავდით მოპოვებულს, ვიბრძოდთ თავისუფლებისთავის, რაც ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის აუცილებელი პირობაა.

ხშირად ამბობენ, რად გინდოდათ ეს ბრძოლა. ამ ბოლოს მოპოვებულ თავისუფლებას დღემდე 30 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. სამწუხაროდ, ყველაფერი დამთავრებული არ არის - ამბობს ნემო ბურჭულაძე.

დღეს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებიდან 30 წელი გავიდა.