მდგომარეობა მძიმეა - 13 წლის აჩის საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
#აჩისთვის - არჩილ ჯავახიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ამა წლის 25 მაისს, თბილისში, გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოხდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ავარია), რომლის დროსაც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა გადასასვლელზე მიმავალ არასრულწლოვნებს.
დაჯახების შედეგად მძიმედ დაშავდა ცამეტი წლის არჩილ ჯავახიშვილი, რომელიც სასწრაფო დახმარების მიერ მიყვანილ იქნა მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში კრიტიკულად მძიმე, უგონო მდგომარეობაში.
ჩაუტარდა რამოდენიმე ოპერაცია. იგი დღემდე იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მდგომარეობა მძიმეა. ექიმები ყველა ღონეს ხმარობენ მის გადასარჩენად, თუმცა მათივე რეკომენდაციით, მრავლობითი დაზიანებებისა და კომპლექსური მკურნალობის საჭიროების გამო, რისი ჩატარებაც საქართველოში შეუძლებელია, არჩილს ესაჭიროება მკურნალობის გასაგრძელებლად, საზღვარგარეთ წაყვანა. აღნიშნული დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
არჩილის ოჯახი მოგმართავთ თხოვნით, ფინანსური თანადგომის შესახებ, რათა შესაძლებელი გახდეს თანხების მობილიზება და მისი დროული გადაყვანა საზღვარგარეთ.
სიმბოლურად გაღებული 1 ლარიც კი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
მიმღები: ნინო ნოზაძე (დედა)
დანიშნულება: არჩილისათვის
სს „საქართველოს ბანკი“
GE05BG0000000541168570
სს „თიბისი ბანკი“
GE61TB7728645061100021