ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ მართლმსაჯულება მიკერძოებულია - ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი
ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი ირწმუნება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ მართლმსაჯულება მიკერძოებულია და ამაზე არაერთი გარემობა მიუთითებს. ანა თავხელიძის თქმით, ბასილაშვილი "ოცნების" აქტიური მხარდამჭერია, ხოლო პარლამენტის წევრები დოროყაშვილის ადვოკატებს "მავნებლებად" მოიხსენიებდნენ.
არაერთი გარემოება მიუთითებდა იმაზე, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ მართლმსაჯულება იქნებოდა მიკერძოებული და მათ შორის და უპირველესი, ეს იყო წინასაარჩევნო პროცესებში მისი მონაწილეობა, აქტიური მხარდაჭერა მმართველი პარტიის მიმართ და ასევე მმართველი პარტიის მხრიდან ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარდაჭერა. თქვენ ყველანი უსმენდით საკანონმდდებლო ორგანოში პარლამენტის წევრები დაზარალებულის ადვოკატებს „მავნებლებად“ მოგვიხსენიებდნენ და უპირობო მხარდაჭერას უცხადებდნენ ნიკოლოზ ბასილაშილს, - ამბობს ნეკა დოროყაშილის ადვოკატი ანა თავხელიძე.
ნიკოლოზ ბასილაშვილი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა. საქმე ეხება ყოფილ ცოლზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის საქმეს.
2022 წლის 22 მაისს ყოფილ ცოლზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით პოლიციამ ქვეყნის პირველი ჩოგანი დააკავა, 24 მაისს კი სასამართლომ ის 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბასილაშვილი 21 ოქტომბერს ოჯახში ძალადობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. ის ხუთივე ეპიზოდში გამართლდა.