"ზეფანტაზიაა" - ბაჩიაშვილის დედა აგენტობის შესახებ ბრალდებებზე

11.07.23 17:31
"ზეფანტაზიაა" - ბაჩიაშვილის დედა აგენტობის შესახებ ბრალდებებზე

ბრალდებებს, თითქოს  გიორგი ბაჩიაშვილი აშშ-ს სპეცსამსახურის აგენტია, ბრალდების არესატის დედა აბსურდულს უწოდებს. მარინა რამაზაშვილი ამბობს, რომ არ იცის, ვინ ავრცელებს ამ კამპანიას, თუმცა ის სიმართლეს არ შეესაბამება და 'ზეფანტაზიაა". 

საინტერესოა, ვისი აზრი გაახმოვანა. თავისი რომ არ იყო, უდავოა. საიდან რა მოიტანეს. საოცრად გაკვირებული ვარ, იმიტომ, რომ ეს არის ზეფანტაზია რაღაცა. ბრალდებების კალეიდპოსკოპი კიდევ ერთით შეივსო , - ამბობს ბაჩიაშვილის დედა. 

თავად გიორგი ბაჩიაშვილი აგენტობის შესახებ ბრალდებას სოციალურ ქსელში "ჯეიმს ბონდის" ფოტოთი პასუხობს.

ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განმარტებით, "გიორგი ბაჩიაშვილის გადაბირება არცთუ რთული ამოცანა იყო, მით უმეტეს, რომ ის ამერიკაში ხშირად მოგზაურობდა და შესაბამისად, სპეცსამსახურებისთვის მასთან კავშირზე გასვლა ძალიან იოლი იყო".

მისი თქმით, ამერიკული სპეცსამსახურები აგენტების გადაბირებაში საუკეთესოდ არიან დახელოვნებული.

 

მსგავსი სიახლეები