დატბორილი სახლები და დახოცილი პირუტყვი - აბაშაში რამდენიმე ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა
აბაშაში რამდენიმე ოჯახი, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ დარჩა. მიზეზი ძლიერი სტიქიაა. სახლების ნაწილი წყლით არის დაფარული. ევაკუაცია რამდენიმე უაბანში ერთდორიულად დაიწყო. ხალხს საცხოვრებელი სახლები შექმენილი საფრთხის გამო დაატოვებინეს.
რეგიონში უმძიმესი ვათარებაა: დატბორილია ქუჩები, განადგურებულია მოსავალი, გარდაცვლილია პირუტყვი და ფრინველი. სტიქიამ რეგიონში რამდენიმე ქლაქი გაზის და დენის გარეშე დატოვა. ხალხი შველას ითხოვს.
საქონელი, პირუტყვი, ფრინველები ყველა დახოცილია და ყრია აქ. დახმარებას ვითხოვთ, მაგრამ ვინაა დამხმარე? - ამბობს ადგილობრივი.