მკვლელი შარევნიდან მკვლელ ფანჩატურამდე - ვის დაუდევრობას ემსხვერპლა 16 წლის კალათბურთელი?
ვინ არის პასუხისმგებელი 16 წლის მოზარდის დენის დარტყმით გარდაცვალებაზე? – „პირველებმა“ მოიპოვა დოკუმენტები, რომელიც მერიას მორიგ სიცრუეში ამხელს. სკვერის კეთილმოწყობა ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კვადრელის“ ვალდებულება იყო, იმ ფანჩატურის ჩათვლით, სადაც უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა.
მერია კი დილიდან ისრების გადატანას ცდილობს და მომხადრში ადგილობრივ მოსახლეობას ადანაშაულებს. ფაქტია, რომ სკვერი მუნიციპალიტეტის კუთვნილებაა და პასუხისმგევბლობაც იქ არსებულ ელეტროგაყვანილობაზე მას ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, ვინმემ კუსტარულად გადაჭიმა თუ არა სადენები ელექტრობოძიდან ფანჩატურამდე.
თუმცა მუნიციპალიტეტი პასუხისმგებლობას იხსნის. დილიდან დაკითხვებზე ჰყავთ დაბარებული სკვერის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა.
ვიღაცის დაუდევრობას კი 16 წლის კალათბურთელი ბიჭი ემსხვერპლა. მას დენმა იმ დროს დაარტყა, როდესაც ფანჩატურის ბოძს მოკიდა ხელი. მის გადარჩენას ჯერ მეგობრები, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადა ცდილობდა, თუმცა მოზარდის გულის ამუშავება ვეღარ შეძლეს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტჟში.