ბასილაშვილი ისევ გამართლდა - დაეხმარა თუ არა ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელს „ოცნებასთან“ მეგობრობა?
დაეხმარა თუ არა ძალადობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ მეგობრობა? ცნობილი ჩოგბურთელი ისევ გაამართლეს. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო.
საქმე უზენაეს სასამართლოში წავა, თუმცა ნაკლებად რეალურია რამე შეიცვალოს. ნეკა დოროყაშვილის ადვოკატები იხსენებენ, როგორ ეხმარებოდა წინასაარჩევნო პერიოდში ბასილაშვილი “ოცნებას” და დარწმუნებული არიან, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებაც ამ კავშირების შედეგია.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.