თანაგრძნობით ვადევნებთ თვალს მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებულ სიტუაციას - რუსეთის ეკლესია

12.07.23 11:31
თანაგრძნობით ვადევნებთ თვალს მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებულ სიტუაციას - რუსეთის ეკლესია

რუსეთის ეკლესია "თანაგრძნობით ადევნებს თვალს" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს შესაძლო მოწამვლას - ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა იგორ იაკიმჩუკმა ТАСС-თან ისაუბრა.

ჩვენ მხოლოდ ის ინფორმაცია გვაქვს, რაც მედიაში გავრცელდა. რა თქმა უნდა, ვწუხვართ ეპისკოპოსის გამო. ის მსახურობდა მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და სწავლობდა წმინდა ტიხონის უნივერსიტეტში". – თქვა იაკიმჩუკმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუფე შიო მოწამლეს. ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები