ოსიაურში ერთმანეთს ,,BMW-ს მარკის ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა - არიან დაშავებულები
ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოსიაურში, BMW-ს მარკის ავტომანქანა და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახნენ. ინფორმაციას რეგიონული მედია Qartli.ge ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომელიც მსუბუქ ავტომანქანაში იმყოფებოდნენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.