თავდასხმა ძველ თბილისში - ტურისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

26.05.21 20:04
თავდასხმა ძველ თბილისში -  ტურისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილისში უცხოელ ტურისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა ძველ თბილისში, "მაჭახელასთან" მოხდა. არსებული ინფორმაციით, მას ერთ-ერთი რესტორნის დაცვის სამსხაურის თანმაშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა. დაშავებული ტურისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდასხმის მოტივი უცნობია. პოლიციამ გამოკითხვაზე 2 პირი გადაიყვანა.