დატბორილი სახლები და განადგურებული მოსავალი - სამეგრელოში სტიქიის შედეგებს ებრძვიან
სამეგრელოში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ყველაზე მძიმე ვითარება სენაკშია, სადაც ბევრი ოჯახი დაზარალდა. გადაუღებელი წვიმის გამო სახლები დატბორილია, მოსავალი კი განადგურებული. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი წინასწარი ინფორმაციით მილიონობით ლარია. სტიქიამ სახლების და ინვენტარის გარდა დააზიანა გზებიც. ქუჩებში გადადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია.