ნიკა მელიას რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, ენმ-ს თავად დატოვებდა - კობახიძე
ნიკა მელიას რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, ენმ-ს თავად დატოვებდა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმდჯოარე საუბრობს. ირაკლი კობახიძის თქმით, მელია პარტიის ნაწილად უკვე დიდი ხანია აღარ მოიაზრება.
მელიას რაც შეეხება, მას რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, თვითონ გავიდოდა აქამდე „ნაციონალური მოძრაობიდან“. ის პრაქტიკულად, აღარც მოიაზრება „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელ ნაწილად, თუმცა არ ჰყოფნის თავმოყვარეობა, რომ დატოვოს ეს პოლიტიკური პარტია, - ამბობს კობახიძე.
კობახიძის მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი დაღმა მიდის, სააკაშვილმა კი შიდაპარტიულ კონფრონტაციაში ძლიერის ანუ კეზერაშვილის მხარე დაიჭიარა.
რაც შეეხება სააკაშვილს, ის ხედავს, რომ ფული არის კეზერაშვილის მხარეს და ძლიერის მხარე დაიჭირა შიდაპარტიულ კონფრონტაციაში. ეს არის სააკაშვილის პოზიციის მიზეზი და საფუძველი. არაფერია საინტერესო, „ნაციონალური მოძრაობა“ დაღმა მიდის, რეიტინგი სულ უფრო მცირდება და ეს არის მთავარი. შიდა დაპირისპირებები, რაც პარტიის შიგნით არის, ამის ძალიან კარგი გამოხატულებაა, - თქვა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე ასევე გიორგი ვაშაძისა და ენმ-ს შესაძ₾ო გაერთიანებას ეხმიანება და ამბობს, რომ ვაშაძის შესაძლო პრემიერობის კანდიდტობა ენმ-ს რეიტინგს კიდევ უფრო შეამცირებს.
რაც შეეხება ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობას, ეს არაჩვეულებრივი ნაბიჯი იქნება, რაც კიდევ უფრო მეტად შეამცირებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს. თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გვეხმარებიან, რომ ეს პოლიტიკური ძალა საბოლოოდ განეიტრალდეს პოლიტიკურ სისტემაში. რაც მეტი შიდა კონფრონტაცია ექნებათ, მით მეტად დააზიანებენ ამ პარტიას, რაც ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის ძალიან კარგია. ასე თუ გააგრძელებენ, ეს იდეალური იქნება“,- აღნიშნა კობახიძემ.