„იმედია ყველაფერი გაირკვევა, ეს ყოფითი მოწამვლაა თუ გარკვეული ზემოქმედება იყო" - მეუფე შიოს პირველი კომენტარი
მეუფე შიოს პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც მისი სავარაუდო მოწამვლის ამბავი გარვცელდა. პატრიარქის მოსაყდრე დღეს სამებაში პეტრე-პავლობის წირვაზე გამოჩდა და ამის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მან მზაობა გამოთქვა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ასევე მზად არის ჩაიტაროს ხელმეორედ გამოკვლევები, იმისთვის, რათა გაირკვეს რას უკავშირდებოდა მოწამვლა.
გილოცავთ ყველას პეტრე პავლობას, ღმერთის შეწევნით ვარ უფრო კარგად. ალბათ უნდა ჩატარდეს ხელმეორე კვლევები, ექიმები გვირჩევენ. იმედია რომ ყველაფერი გაირკვევა, ეს ყოფითი მოწამვლაა თუ გარკვეული ზემოქმედება იყო , ამას ზუსტად ვერ მოგახსენებთ". - ამბობს მეუფე შიო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუფე შიო მოწამლეს. ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.