პატრიარქის მოსაყდრის შესაძლო მოწამვლის საქმე - შორენა თეთრუაშვილი არ გამოკითხულა
პატრიარქის მოსაყდრის შესაძლო მოწამვლის საქმე - მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, შორენა თეთრუაშვილი არ გამოკითხულა.
არა, მე მიკვირს რატომ სხვამთ ამ შეკითხვას, შორენაზე მეტს არავის არ იცნობთ საპატრიარქოში? ჩვენ მოვისმენთ ალბათ მრავალ ვერსიას და ჭორს, სინამდვილეში ამის საფუძველი არასდროს არ იარსებებს ალბათ. ძნელია ამისი თქმა". - ამბობს მამა ანდრია ჯაღმაიძე.
საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ამბობს, რომ საპატრიარქოში საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ ჩატარებულა და მხოლოდ თავად არის გამოკითხული.
გამოკითხული ვარ მე მხოლოდ ჯერ. გამოძიებას ძალიან ზოგადი ინფორმაცია მივაწოდე. რაც მაქვს საჯაროდ ნათქვამი, დაახლოებით იმის ირგვლივ ვისაუბრე. საპატრიარქოში საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ ჩატარებულა. ველოდებით კიდევ პასუხებს, ანალიზები არის აღებული.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუფე შიო მოწამლეს. ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.