მეუფე იაკობმა "ღმერთის და ქვეყნის მოღალატეებად" გამოაცხადა ის ქართველები, რომლებიც ზელენსკის მხარე უჭერენ
მეუფე იაკობმა ღმერთის და ქვეყნის მოღალატეები ეძახა იმ ქართველებს, რომლებმაც პრეზიდენტ ზელენსკის მხარე დაიჭირეს.
ბოდბის მიტროპოლიტი ამბობს, რომ ასეთ ქართველებს ბოდიში აქვთ მოსახდელი.
მეუფემ ამბიონიდან ასევე პირდაპირ თქვა, რომ სანამ ამერიკა და რუსეთი არ გადაწყვეტენ, რომ ომი უნდა დამთავრდეს, იმდენი ხანი გაგრძელდება.
დადგნენ ჩვენთან და ზელენსკის მხარე დაიჭირეს. შენ თუ ქართველი ხარ და საქართველო გიყვარს, როგორ შეიძლება იმის მხარე დაიჭირო, თუნდაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის, რომელიც არასწორად გექცევა. ვინ ხარ? ვინ ხარ და ღმერთის და ქვეყნის მოღალატე. ყველამ ბოდიში უნდა მოგვიხადოს. ზელენსკიმ არ უნდა მოგვიხადოს, იმიტომ, რომ თავისი გასჭირვებია, ომი გრძელდება. მართლა ხომ არ ჰგონია, რომ ევროპას იცავს, ამერიკას, ან საქართველოს? რუსეთსა და მას აქვს ომი, ომსაც ვერ გააჩერებს, რომ გააჩეროს თავისთან ხალხი შეჭამს. უცხოეთი აძლევს ფულს, რომ ხელფასები გადაიხადოს, უცხოეთი აძლევს იარაღს, რომელიც ფრონტის ხაზზე პირველი მიაქვს. ლოჯისტიკა ისე არის აწყობილი, რომ ყველაფერი მზამზარეული მიაქვთ...სანამ ამერიკა და რუსეთი არ გადაწყვეტენ, რომ ომი უნდა დამთავრდეს, იმდენი ხანი გაგრძელდება. ომი გაგრძელდება, სანამ რუსეთს არ შეასუსტებენ“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.