მამის მიერ გაუპატიურების ფაქტი 13 წლის გოგომ მეგობარს უამბო - უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით 45 წლის კაცი დააკავეს
უმძიმესი დანაშაული აჭარაში - 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული 45 წლის კაცს უვადო პატიმრობა ემუქრება. ამ დროსთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.
ირკვევა, რომ მოზარდმა მომხდარის შესახებ მეგობარს უამბო, მეგობარმა კი შსს-ში დარეკა და უთხრა, რომ მოზარდი მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
ირკვევა, რომ მოზარდი წლების წინ დედამ მიატოვა და ბოლო წლების განმავლობაში არასამთავრობო დღის ცენტრის ბენეფიციარი იყო. მან ცენტრი რამდენიმე თვის წინ დატოვა.
მოზარდის პედაგოგი "პირველებს" ეუბნება, რომ 13 წლის გოგონა ბებიის მეთვალყურეობის ქვეშ იყო.
გაუპატიურების ფაქტი არის მამის მხრიდან, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტი დეტალების გაზიარება არ შემიძლია. ჩვენ დავაკვირდებით ამ ფაქტს და ჩავრთავთ შესაბამის უწყებებს.
საგამოძიებო უწყებას ბავშვის მეგობარმა მიმართა. სამი წელი იყო ჩემი ბენეფიციარი, გადმომისამართებული იყო საჯარო სკოლის მიერ. ბოლო 6 თვეა ის არარ არის ჩვენი მზრუნველობის ქვეშ. ბავშვი ჩვენთან ყოფნის პერიოდში და შემდგომაც იყო ბებიის მეურვეობის ქვეშ"- ამბობს თიკო აბაშიძე.
როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.