მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა

27.05.21 10:16
მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა

71 წლის ასაკში მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა. საქართველოს დამსახურებული არტისტი წლების განმავლობაში რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა, თუმცა იყო შუალედი, როდესაც ის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობიც იყო.

სპექტაკლების გარდა მსახიობს კინოფილმებშიც აქვს ნათამაშები. 

(ფილმოგრაფია)
1971: „ნუცა“ რეჟ. ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
1975: „საქმე გადაეცემა სასამართლოს“ (ლიანა დევდარიანი – პროკურორის თანაშემწე) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
1976: „დილის ნისლივით“ რეჟ. გენო ხოჯავა
1980:„მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი)“ (გიორგის დედა ახალგაზრდობაში) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
1982: „გზის დასაწყისი“ რეჟ. ლიანა ელიავა
1982:„კუკარაჩა“ (ანიკო) რეჟისორები სიკო დოლიძე, ქეთი დოლიძე
1982:„მარადისობის კანონი“ (მარიამი) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
1984: „ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა“ (მარინა) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
1989: „ცოდვის შვილები“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი
1989: „მარტოხელა მონადირე“ (მარიკა) რეჟ. ქეთი დოლიძე
1991: „სიბრძნე სიცრუისა“ (მელა) რეჟ. ნანა ხატისკაცი
1991: „ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა (ევრიდიკე)“ (ევრიდიკე) რეჟ. ქეთი დოლიძე
2001: „უჩინარი“ რეჟ. გიორგი კახაბრიშვილი
2006: „მშვიდობით, ქალბატონო“ რეჟ. მიხეილ ქრისტესაშვილი
2013: „ჩემი საბნის ნაკეცი“ რეჟ. ზაზა რუსაძე
2013: „გრძელი ნათელი დღეები“ (მასწავლებელი) რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი