კინოხელოვანები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან - პროტესტის ეპიცენტრი 7 საათზე წულუკიანის უწყება გახდება

12.07.23 17:28
კინოხელოვანები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან - პროტესტის ეპიცენტრი 7 საათზე წულუკიანის უწყება გახდება

კინო-ხელოვანები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან - წულუკიანმა კი სამსახურიდან კიდევ 2 ადამიანი გამოუშვა. პროტესტის ეპიცენტრი ზუსტად 2 საათში წულუკიანის უწყება გახდება.

აქციაზე კულტურის სამინისტროსთან მისვლას კინო რეჟისორები, სცენარისტები, მსახიობები და ის ადამიანები აანონსებენ, ვინც მინისტრის რეპრესიების ემსხვერპლა. 

შეკრების ორგანიზატორი კინო ცენტრის თანამშრომლები არიან, ხელოვანები, ვინც ამ უწყებაში წულუკიანის ცენზურას რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ და იქ ჩატარებული არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას ითხოვენ.

მგონია, რომ კინო არის ბოლო ბასტიონი, ძალიან დიდი ბრძლის და ამ ბრძოლას ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ერთიანობით". - ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი.

 აქციას შეუერთდებიან პოლიტიკოსებიც. ასეევ დაგეგმილია, რომ კინოცენტრიდან გათავისუფლებული ადამიანები კინოტენტრში მივლენ და კობა ხუბუნაიას კიდევ ერთხელ შეუქმნიან დისკომფორტს.

მსგავსი სიახლეები