თუ ღარიბაშვილი გადაიღებს კინოს და წულუკიანი დადგამს სპექტაკლებს, ჩვენ ამ ქვეყანაში ცხოვრების ღირსი აღარ ვართ - ბერძენიშვილი

12.07.23 18:55
თუ ღარიბაშვილი გადაიღებს კინოს და  წულუკიანი დადგამს სპექტაკლებს, ჩვენ ამ ქვეყანაში ცხოვრების ღირსი აღარ ვართ - ბერძენიშვილი

ლევან ბერძენიშვილის თქმით, უწიგნურების შეტევა წიგნიერებაზე ჩვეულებრივი მოვლენაა.

ბერძელიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ "თუ ღარიბაშვილი გადაიღებს კინოს და  წულუკიანი დადგამს სპექტაკლებს, ჩვენ ამ ქვეყანაში ცხოვრების ღირსი აღარ ვართ".

"მთავრობას, რომელსაც მიაჩნია, რომ ხელოვნება უნდა მართოს და ისე უნდა გადაიღონ კინო როგორც მას მიაჩნია სწორად და ისე არა, როგორც რეჟისორს მიაჩნია, ისე უნდა წერონ მწერლებმა, როგორც ირაკლი იტყვის და შარლ პერომ ისე უნდა დაწეროს ზღაპარი როგორც ირაკლი იტყვის, უწიგნურების შეტევა წიგნიერებაზე, არის ჩვეულებრივი მოვლენა და ამ შემთხვევაში პირველი და ერთადერთი დამარცხებაც კი ნიშნავს კატასტროფას. კინოცენტრი არ უნდა დამარცხდეს იმიტომ, რომ ესაა საქართველოს დამარცხება. თუკი აქ ირაკლი ღარიბაშვილი გადაიღებს კინოს და თეა წულუკიანი დადგამს სპექტაკლებს, ჩვენ უნდა წავიდეთ, ჩვენ ამ ქვეყანაში ცხოვრების ღირსი აღარა ვართ". - განაცხადა ბერძენიშვილმა.

კინოხელოვანები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან - პროტესტის ეპიცენტრი რამდენიმე წუთში წულუკიანის უწყება გახდება.

აქციაზე კულტურის სამინისტროსთან მისვლას კინო რეჟისორები, სცენარისტები, მსახიობები და ის ადამიანები აანონსებენ, ვინც მინისტრის რეპრესიების ემსხვერპლა. 

შეკრების ორგანიზატორი კინო ცენტრის თანამშრომლები არიან, ხელოვანები, ვინც ამ უწყებაში წულუკიანის ცენზურას რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ და იქ ჩატარებული არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები