სად მივა მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის კვალი - საპატრიარქო გარე ჩარევებზე მიუთითებს
სად მივა მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის კვალი. საპატრიარქო გარე ჩარევებზე მიუთითებს. ანუ გზავნილი ასეთია - მოსაყდრეს საპატრიარქოში მტრები არ ჰყავს და გარეთ ეძებეთ. თითქმის 40 დღიანი გაუჩინარების შემდეგ პატრიარქის მოსაყდრე გამოჩნდა. მზად არის ჩვენების მისაცემად და გამოძიების დასრულებას ელოდება. თუმცა, ამ დრომდე საპატრიარქოში საგამოძიებო მოქმედებები არ დაწყებულა. არ არის შემოწმებული მეუფე შიოს კაბინეტი და არც თავად მოსაყდრე გამოუკითხავთ. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მისი ოთახიდან ნიმუშები მანამდე აიღეს, ვიდრე გამოძიების დაწყებას ოფიციალურად გამოაცხადებდნენ.
ერთდაერთი, ვინც ერთი კვირის წინ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხა, მამა ანდრია ჯაღმაიძეა. არადა საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.
საპატრიარქოს ერთ-ერთი ყველაზე მაღლი იერარქიის სასულიერო პირი, არ არის გამორიცხული თავდასხმის ობიექტი იყოს. გომელუარის უწყებას კი თავად დაზარალებული ჯერ არც კი გამოუკითხავს. მოსაყდრის მოწამლვის ვერსიას ნაწილობრივ იზიარებს ბოდბელი ეპისკოპოსი. მეუფე იაკობი გამორიცხავს, რომ მეუფე შიოს მტრები საპატრიარქოს შიგნით ჰყავდეს.
ვიდრე გამოძიება შორენა თეთრუაშვილით დაინტერესდება, მისი ინტერესების დაცვა უკვე დაიწყეს სინოდის გავლენიანმა წევრებმა,ბოდბელი ეპისკოპოსი და საპატრიარქოს იფიცილური წამრომადგენელიც თეთრუაშვილის გამოკითხვის აუცილებლობას ვერ ხედავენ.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.