ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილეს

27.05.21 10:36
 ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილა.

როგორც tvpirveli.ge-ს უწყებიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით საბანკო დაწესებულებაში წარადგინა ყალბი ცნობა. გამოძიებამ ასევე გამოავლინა პირი, რომელმაც ერთი-ერთი კომპანიის სახელით, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა ხსენებული ყალბი ცნობა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით  ითვალისწინებს  თავისუფლების აღკვეთას 3წლამდე ვადით.