სექსუალური ძალადობა მოზარდზე - დაკავებულის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

27.05.21 11:24
სექსუალური ძალადობა მოზარდზე - დაკავებულის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

სექსუალური ძალდობის მხვერპლი კიდევ ერთი მოზარდი - ირკვევა, რომ 14 წლის ბიჭზე  40 წლამდე მამაკაცი 3 წლის განმაშვლობაში  სექსუალურად სისტემატურად ძალობდა. მიჰყავდა სკოლის ახლოს დანგრეულ სახლში და აუპატიურებდა.

მოძალადე დაკავებულია, ფაქტის შესახებ პოლიციას კი სკოლის დირექციამ აცნობა. 

როგორც ირკვევა, არასრულწლოვანი მამასთან ერთად ცხოვრობს, დედა კი ემიგრაციაში იმყოფება. 

დაკავებულის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ბრალდებულის მამის თქმით, მისმა შვილმა 14 წლის ბიჭზე ფიზიკურად იძალადა, თუმცა გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. 

ბავშვი თბილისში დაჰყავდათო და იქ ძალით ათქმევინეს, დირექტორი დაჰყვებოდა. შეაშინეს, თუ არ გინდა, დაგიჭიროთ, ასე თქვი, რომ ასე მიშვებოდაო... მაუპატიურებდაო. დღეს უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა"- აცხადებს დაკავებულის დედა.