მკვლელობისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე პოლონეთში დააკავეს
პოლონეთში, კატოვიცას აეროპორტში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივი გამოცემა Eska-ს ინფორმაციით, 38 წლის ქართველს ყაზახეთის მოქალაქის განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდა.
საქართველოს მოქალაქე აეროპორტში 8 ივლისს დააკავეს.