წონის მატება არის, თუმცა ეს პაციენტის სადმე გადაყვანის განმსაზღვრელი არ არის - ჩხაიძე სააკაშვილზე

13.07.23 11:12
წონის მატება არის, თუმცა ეს პაციენტის სადმე გადაყვანის განმსაზღვრელი არ არის - ჩხაიძე სააკაშვილზე

ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი წონაში იმატებს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მხოლოდ წონის მატება არ არის განმსაზღვრელი პაციენტის სადმე გადაყვანის.

მისი თქმით, მან არ იცის ციხეების სამედიცინო დეპარტამენტის შეფი, რომელიც გუშინ ვივა მედშ იმყოფებოდა, შეხვედა თუ არა პოლონელ ექიმებს.

მე ვერ გეტყვით მალხაზ ურთმელიძეს ჰქონდა თუ არა უცხოელ ექიმებთან კომუნიკაცია. რაც შეეხება წონაში მატებას, რა თქმა უნდა არის წონაში მატება, ეს ჩვენ გვახარებს. წონაში მატება არ არის განმსაზღვრელი პაციენტის სადმე გადაყვანის. საყურადღებოა მისი მდგომარეობა, თუმცა ყველა პარამეტრი არის სტაბილური. საუბარი სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე არ არის". - ამბობს ჩხაიძე.  

გუშინ "ვივა მედში" მოულოდნელად ციხეების სამედიცინო დეპარტამენტის შეფი მივიდა. მალხაზ ურთმელიძემ დაანონსა, რომ სააკაშვილს საპატიმროში მალე დააბრუნებენ.   

მსგავსი სიახლეები