"თქვენ მასწავლით, ჯვარს როდის გადავდებ?" – მაკა სულაძე ფალავანდიშვილს

27.05.21 11:05
"თქვენ მასწავლით, ჯვარს როდის გადავდებ?" – მაკა სულაძე ფალავანდიშვილს

რიონის ხეობის მცველი, მაკა სულაძე, გურამ ფალავანდიშვილს დაუპირისპირდა.  "თქვენ მასწავლით ქრისტიანობას და ჯვარს როდის გადავდებ გვერდზე და როდის დავიჭერ ხელში?" მიმართა სულაძემ აგრესიული დაჯგუფების ლიდერს. 

მე მასწავლით ქრისტიანობას და ჯვარს როდის გადავდებ გვერდით და როდის დავიჭერთ ხელში?!ვერ შეგაგნებინეთ შემწყნარებლობა. თუ ხართ ჩვენს ომში, კეთილი ინებეთ და დადექით ჯარისკაცად და ჩვენ თვითონ მივუთითებთ, აქ ვის რა გავუკეთოთ, თქვენთვის არ დაგვივალებია. არ მოგვეწონება? შემოვა ის თავისი ნიშნით, თავისი დროშით და თავისი იდეოლოგიას თუ მოახვევს თავზე, საკმარისი ძალა გვყავს, რომ მივლენ ბიჭები, არ არის საჭირო თქვენი ჩარევა. მე როცა ჩემ გაწყობილ სუფრაზე მოვიწვევ სტუმრებს, მე მაქვს უფლება, იმ სტუმარს მივუთითო, შენ დაჯდები თუ არა აქ - მიმართა მაკა სულაძემ გურამ ფალავანდიშვილს და მის შვილს. 

დაპირისპირების მიზეზი თბილისში 24 მაისს მომხდარი ინციდენტი გახდა, როდესაც "რიონის მცველების" აქციაზე ჰომოფობიური აქციების ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი “სირცხვილიას” აქტივისტს, სალომე ბარკერს დაუპირისპირდა და LGBTQ სამკლაურის გამო აქცია დაატოვებინა. 

მსგავსი სიახლეები