სექსუალური ძალადობა მოზარდზე - ტვ პირველმა სასამართლოს განჩინება მოიპოვა

27.05.21 11:25
სექსუალური ძალადობა მოზარდზე  - ტვ პირველმა სასამართლოს განჩინება მოიპოვა

სექსუალური ძალადობა მოზარდზე - "ტვ პირველმა" სასამართლოს განჩინება მოიპოვა, სადაც წერია, რომ 38 წლის კაცი მოზარდზე  3 წლის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა. 

დოკუმენტის თანახმად, სავარაუდო მოძალადე მოზარდს ემუქრებოდა. 

"გ.ზ. ბოლო 3 წლის განმავლობაში სისტემატურად ახორციელებდა დაზარალებულის მიმართ ძალადობას და თითოეული ფაქტის შემდეგ აფრთხილებდა დაზარალებულს, არავისთან ესაუბრა ამის შესახებ, რასაც ასრულებდა მისი გავლენის ქვეშ მოქცეული დაზარალებული. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს მიმალვისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე", - წერია განჩინებაში. 

უმძიმესი ფაქტი შიდა ქართლში მოხდა -  დაკავებული სკოლის დარაჯის შვილია.