პარიზი, ნიცა და რომი - საქართველო რუსეთისთვის სატრანზიტო ჰაბი ხდება

14.07.23 11:20
პარიზი, ნიცა და რომი - საქართველო რუსეთისთვის სატრანზიტო ჰაბი ხდება

პარიზი, ნიცა და რომი - საქართველო რუსეთისთვის სატრანზიტო ჰაბი ხდება.  რუსული პროპაგანდისტული მედია რუსულ ავიაკომპანიებსა და "ჯორჯიან ეარვესის" თანამშრომლობაზე სულ უფრო აქტიურად წერს. საკუთარი მოქალაქეებისთვის ფრენების გასამარტივებლად მოსკოვი ყველა გზას ეძებს.  რუსეთის მოქალაქეები ევროპაში გაფრენას თბილისიდან მაქსიმუმ სამსაათნახევარში შეძლებენ. 

ავიაექსპერტები ფიქრობენ, რომ საკითხი სახელმწიფო დონეზეა დალაგებული და შეთანხმებული, რადგან რუსეთი მსგავსს გადაწყვეტილებებს მხოლოდ კერძო სტრუქტურებს არ შეუთანხმებდა. 

ქართული კომპანია გამოდის სამშველო რგოლი, რომ ეხმარება რუსულ კომპანიას, უთანხმებს თავის განრიგს და ხდება თანამშრომლობა რუსულ კომპანიასთან. ეს არის განსხვავებული სიტუაცია. ასეთი პრეცედენტი არ არიოს არცერთ სხვა ქვეყანაში, არც დუბაში, რომ ამბობენ, რომ დუბაი არიოს ჰაბი... რუსეთის მთავრობა არცერთ ნაბიჯს არ გადადგამს თუ არ იქნება საქართველოს მთავორბიდან დასტური. თითონ რუსეთი არ იზამდა ამას, მათი სტილი არ არის, რომ ელაპარაკონ მხოლოდ კერძო სტრუქტურებს, ისინი ელაპარაკებიან მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებს, ელპარაკებიან ვინც არის გადამწყვეტი საქართველოს სახელმწიფოს მართვაში. ქედან გამომდინარე, ეს ურთიერთობა დალაგებულია ზემოთ, სახელმწიფოთაშორისო დონეზე და შემდეგ უკვე ხდება აღსრულება, - ამბობს "ეარ ჯორჯიას" დირექტორი გიორგი კოდუა. 

ოპოზიცია კი  ამბობს, რომ "ოცნება" ოკუპანტი ქვეყნისთვის სატრანზიტო დერეფნის შექმნით  კრემლის დავალებას ასრულებს. 


„ქართული ოცნების“ მთელი ძალისხმევა არის ახლა მიმართული იქითკენ, რომ შეასრულოს კრემლის დავალება და გაატაროს მათი ინტერესები და სწორედ მათ ინტერესებშია იმ სატრანზიტო დერეფნის შექმნა რუსებისთვის, რომელიც უნდა მოეწყოს საქართველოში „აზიმუტის“ მეშვეობით. „ქართული ოცნება“ ემსახურება პუტინის რუსეთის ინტერესებს და პუტინის რუსეთის ინტერესებშია სწორედ, რომ მოაწყოს სხვა და სხვა დერეფნები, რომელსაც გამოიყენებს იმ შეზღუდვებისგან გასათავისუფლებლად, რომელსაც მთელი მსოფლიო რუსეთს უწესებს, - ამბობს "ლლეოს" წევრი საბა ბუაძე. 
 

მსგავსი სიახლეები