ბექა გრიგორიადისის დარღვეული უფლებები - ადამიანის უფლებათა ცენტრი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

14.07.23 11:46
ბექა გრიგორიადისის დარღვეული უფლებები - ადამიანის უფლებათა ცენტრი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

"დარღვეულია ლაზარე გრიგორიადისის მამის უფლებები. 7-8 მარტის საქმეზე დაკავებული ახალგაზრდა მომიტინგის მშობელს სისტემა ებრძვის"- ადამიანის უფლებათა ცენტრი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაცია რამდენიმე კვირის განმავლობაში აკვირდებოდა ბექა გრიგორიადისის მიერ ორგანიზებულ აქციას პარლამენტის უკანა ეზოში.

უფლებადამცველებმა ფაქტების შესწავლით დაადგინეს, რომ ლაზარეს მამას პოლიციამ კონსტიტუციურად მინიჭებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაურღვიეს, როცა მომიტინგეს ნეიტრალურ ტერიტორიაზე პროტესტის გამოსახატავად კარავს არ აშლევინებდნენ და მასზე ფიზიკურ ძალადობას იწყებდნენ.

"როდესაც ბექა გრიგორიადისი ცდილობდა კარვის გაშლას მისცვივდნენ მას და თავს ესხმოდნენ, კარავს გლეჯდნენ ხელიდან, მიჰქონდათ სადღაც გაურკვეველი მიმართულებით, ეს ხდებოდა კანონმდებლობის სრული დარღვევით. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ასევე ის არის, რომ ბექა გრიგორიადისი დააჯარიმა სასამართლომ დროებითი კონსტიტუციის გამოყენებისთვის. უცნაური კანონი მიუსადაგა ქართულმა მართლმსაჯულებამ ამ კარვის გაშლის ხელშეშლას" - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მსგავსი სიახლეები