შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამაკაცი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ბათუმის საქალაქო სასამრთლომ პატიმრობაში დატოვა. პროცესი დახურული იყო, რადგან საქმე არასრუწლოვანს ეხება. ბრალდებული მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს.
"არ ჩაუდენია ამას ეს დანაშაული. იყენებს დუმილის უფლებას ასე, რომ მეტ ინფორმაციას ვერ მოგახსენებთ. პატიმრობა შეუფარდა და განცხადებას ეყრდნობა არასრულწლოვანის მეტ სხვა მტკიცებულებები საქმეში არ არის ჯერჯერობით. ექსპერტიზის დასხკვან არ არის ჯერჯერობით. გამოძიებისა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე მე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ" - ამბობს კაცის ადვოკატი.
პროკურორის განცხადებით, საქმეზე მიმდინარებს საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიება ახლა ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელიც სკოლის მოსწავლეს ჩაუტარეს.
"ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ძალადობისათვის ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. სასამართლო სხდომა ცხადია წარიმართა დახურულ რეჟიმში. საქმეზე მიმდინარებს საგამოძიებო მოქმედებები, რა თქმა უნდა მათ შორის ექსპერტიზაზე იმყოფებოდა ბავშვი, სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ" - პროკურორი.
კაცს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
45 წლამდე მამაკაცი ორი დღის წინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემზარავი ფაქტის შესახებ მოზარდმა მეგობარს უამბო, რონელმაც საგამოძიებო ორგანოს მიმართა. 13 წლის გოგოს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
მოზარდი ბებიის მეურვეობის ქვეშ ცხოვრობდა. შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამაკაცი წარსულში არაერთხელ ნასამართლევია.