ვაშლიჯვრის მოსახლეობის პროტესტი - მაცხოვრებლები მშენებელ კომპანიას უპირისპირდებიან

14.07.23 11:59
ვაშლიჯვრის მოსახლეობის პროტესტი - მაცხოვრებლები მშენებელ კომპანიას უპირისპირდებიან

ვაშლიჯვრის მოსახლეობა პროტესტის რეჟიმში გადადის. მაჭავარიანის ქუჩის მაცხოვრებლები მშენებელ კომპანიას უპირისპირდებიან. ხალხი ამტკიცებს რომ კომპანია "ედემის" ხელმძღვანელი საპარკინგე სივრცის ადგილას საცხოვრებელი ფართების აშენებას გეგმავს.

ადგილობრივების ცნობით, მშენებელს მერიამ უფლება არ მისცა, თუმცა სამაგიეროდ იუსტიციის სამინისტრომ საპარკინგე ზონები კომერციულ ფართებად დაუკანონა. ხალხი ამბობს, რომ თუ ეს პროექტი განხორციელდება კორპუსი კიდევ უფრო გადაიტვირთება, უსაფრთხოების წესები კი დაირღვევა.

"საცხოვრებელი ბინები ეწყობა ავტოფარეხების ნაცვლად, რაც გამოიწვევს კორპუსის იმაზე მეტად დატვირთვას ვიდრე გათვალისწინებული იყო, დაირღვევა უსაფრთხოების ნორმები იმიტომ, რომ საერთოდ აღარ იქნება გისოსები, ანუ საჰაერო აღარ იქნება, მოეწყობა ფანჯრები და გაზის დაგროვების შემთხვევაში, გაზი ვერსად ვერ გავა და შეიძლება ფატალური შედეგი მოჰყვეს ამას", - ამბობს კორპუსის მაცხოვრებელი.

მსგავსი სიახლეები